07 ივნისი 2020,   09:05
ვრცლად
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ლუგარის ლაბორატორიიდან 21 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში ლუგარის ლაბორატორიიდან 21 პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. რაც შეეხება შუა ხნის მამაკაცს, რომელსაც კლინიკაში COVID-19 დაუდასტურდა, ის უკვე სპეციალიზირებულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. კლინიკაში ახალი ვირუსი ამ ეტაპზე სხვა არც ერთ პაციენტს არ აქვს დადასტურებული. 

ექიმების ინფორმაციით, COVID -19-ით დაინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

"პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. რეანიმაციაში მყოფი ორი პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, იმყოფებიან მართვით სუნთქვაზე და აქვთ თანმხლები დაავადებები.

რაც შეეხება კორონავირუსიან პაციენტს, ის გადაყვანილია სპეციალიზებულ კლინიკაში და იქ გაუგრძელდება მკურნალობა. ლუგარის ლაბორატორიის მიერ აღებულია 21 სინჯი და ველოდებით პასუხს," - განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის დირექტორმა კახა ბეროზაშვილმა.

დღის ამბები