05 ივნისი 2020,   10:42
ვრცლად
გაჩნდა განცდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური უთვალთვალებს სახალხო დამცველის რწმუნებულებს - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება. ნინო ლომჯარიას უწყება განმარტავს, რომ არსებობს ბევრი კითხვა სახალხო დამცველის რწმუნებულსა და პატიმრის შეხვედრის ჩაწერასთან დაკავშირებით, მათ შორის გადაწყვეტილების მოტივი. ომბუდსმენის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაჩნდა განცდა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური უთვალთვალებს სახალხო დამცველის რწმუნებულებს, ახდენს მათი და პატიმრების შეხვედრების ვიდეო ჩაწერას და ჩანაწერების განუსაზღვრელი ვადით შენახვას მაშინ, როცა არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ აქვს.

"სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების თაობაზე იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდებზე არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინტერპრეტაცია იქნა წარმოდგენილი. პრეს რელიზში საუბარი მხოლოდ იმ ნაწილებს მიემართება, სადაც სახელმწიფო ინსპექტორმა არ დაადგინა დარღვევა ან სადაც ხანდაზმულობის ვადების გასვლის გამო ვერ მოახერხა საკითხის შეფასება. ნახსენები არ არის ის საკითხები, სადაც სახელმწიფო ინსპექტორმა სამართალდამრღვევად ცნო სამინისტრო, მისი ქვემდებარე უწყება - სპეციალური პენიტენციური სამსახური და, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის შემოწმების დაწყების თაობაზე,"-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

დღის ამბები