03 ივნისი 2020,   20:45
ვრცლად
Glovo, Wolt და Menu.ge საღამოობით მუშაობას წყვეტენ

COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული საყოველთაო კარანტინისა ე.წ. კომენდანტის საათის გამო, პროდუქტების მომტანმა კომპანიებმა Wolt, Glovo და Menu.ge სამუშაო საათები შეცვალეს. კომპანიები საღამოობით აღარ იმუშავებენ.

ამიერიდან Glovo-თი სარგებლობა, რეგულაციების თანახმად, საღამოს 20:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე შეიზღუდება, Wolt-ით შეკვეთა დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:30 საათამდე იქნება შესაძლებელი, ხოლო Menu.ge-ს სერვისი დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე იმუშავებს.

COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში 31 მარტის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. ეს მდგომარეობა გულისხმობს ე.წ. კომენდანტის საათსაც, რომლის ფარგლებშიც საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გასვლა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, აიკრძალა.

დღის ამბები