03 ივნისი 2020,   20:12
ვრცლად
თავი დავანებოთ პოლიტიკურ კინკლაობას, ამის დრო მოვა - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ახლა "პოლიტიკური კინკლაობის დრო არ არის". მისი თქმით, აუცილებელია, ყველა მოქალაქე, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ გაცემული რეკომენდაციების გავრცელების კამპანიაში ჩაერთოს. 

"ყველა ადამიანი, გარდა იმისა, რომ იზიარებს რეკომენდაციებს და რჩება სახლში, უნდა ჩაერთოს იმ კამპანიაში, რასაც ერთმანეთის ინფორმირებულობა ჰქვია, ეს იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი თუ ხელისუფლების, იქნება ეს საჯარო მოხელე, რომელიც სახლში ზის და დღეს დისტანციურად მუშაობს და მოქმედებს, ყველა უნდა ჩავერთოთ იმ კამპანიაში, რასაც ჰქვია რეკომენდაციების შესახებ ინფორმირებულობა. თავი დავანებოთ პოლიტიკურ კინკლაობას, ამისი დრო აუცილებლად მოვა. ამისი დრო ძალიან მალე მოვა არჩევნებამდე და მერე ვიჩხუბოთ პოლიტიკურად. ახლა ამისი დრო არ არის ყველამ ერთი საერთო საქმე უნდა გავაკეთოთ და საერთო გამოწვევას ვებრძოლოთ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები