29 მაისი 2020,   23:59
ვრცლად
კახეთში კორონავირუსის გამოვლენის პირველ შემთხვევას საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში არ ადასტურებენ

კახეთში კორონავირუსის გამოვლენის პირველ შემთხვევას  საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში არ ადასტურებენ.

გურჯაანის ეპიდემიოლოგის მარინა კაპანაძის ინფორმაციით, მედიკოსებმა კორონავირუსით დაინფიცირებული 33 წლის მამაკაცის კონტაქტები სოფელ კარდენახში შეისწავლეს, თუმცა ამ ეტაპზე არც ერთ მათგანს საეჭვო სიმპტომები არ აღენიშნება.

მისივე თქმით, მამაკაცი 17 მარტს სოფელში პაპის გასვენებაში იმყოფებოდა. თუმცა ეს არ ადასტურებს იმას, რომ იმ პერიოდში მამაკაცი დაინფიცირებული იყო.

დღის ამბები