03 ივნისი 2020,   19:19
ვრცლად
მაღალკვალიფიციურ მედპერსონალთან ერთად, საქართველოს ჰყავს უსაფრთხოების ჯგუფები, რომლებიც ამერიკულმა მხარემ გადაამზადა – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების ჯგუფები გადაამზადდა და სრულად აღჭურვა  - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.

"იგივე ჯგუფები ახლა მარნეულში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საპასუხო ძალისხმევაში არიან ჩართული. ჩვენ ვამაყობთ DTRA-სა და საქართველოს ქბრბ ჯგუფებს შორის არსებული ხანგრძლივი თანამშრომლობით.

მათი სამსახური უმნიშვნელოვანესია და მათი საჭიროება ახლა ყველაზე ცხადად ჩანს", – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.

დღის ამბები