29 მაისი 2020,   22:44
ვრცლად
სამეგრელოში სოფელ რუხში სპეციალური საველე ჰოსპიტალის კარავი უკვე გაშლილია

ენგურის ხიდთან საველე ჰოსპიტალი მოეწყობა. სამხედროებმა ექიმებთან ერთად კარვის გაშლა უკვე დაიწყეს. 

საჭიროების შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიდან გადმოსულ მოქალაქეებს შეამოწმებენ.

სამეგრელოში თერმოსკრინინგი 600-მდე ადამიანს ჩაუტარდა, მათ სპეციალურად შექმნილი ჯგუფები სიცხეს უზომავენ, ეკითხებიან აქვთ თუ არა სიმპტომები და ავსებენ მონაცემებს.

სამხედრო მოსამსახურეები ენგურის ხიდთან სპეციალურ კარვებს ანთავსებენ, სადაც საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეები შესაბამის სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

მოსახლეობის ნაწილი სამეგრელოში აცხადებს, რომ რეკომენდაციების დაცვას მაქსიმალურად ცდილობენ.

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე მკურნალობის კურსს 2 პირი გადის, ექიმის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

"2 ინფიცირებულია ჩვენს რეგიონში ორივეს მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და გართულებული ნამდვილად არ არის. საკარანტინე სივრცეში ამ ეტაპზე 87-პიროვნებაა," - განაცხადა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა. 

სოფელ რუხში სპეციალური საველე ჰოსპიტალის კარავი გაშლილია და ადგილზე დამატებით ინვენტარს ელოდებიან.

დღის ამბები