03 ივნისი 2020,   21:18
ვრცლად
ტელეგაკვეთილები - პედაგოგების და მოსწავლეების ახალი გამოწვევა

ტელე-გაკვეთილები მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის ახალი გამოწვევაა, შეზღუდული დრო და პროგრამით გათვალისწინებული მასალის სრულად გავლა მათი მთავარი ამოცანაა.

გვანცა მეტრეველი 51-ე საჯარო სკოლის მასწავლებელია. მისი თქმით, ახალი ვიდეოგაკვეთილების მეთოდიკა კარგია, თუმცა რამდენიმე სირთულეც ახლავს.

როგორც გვანცა მეტრეველი "დღის კურიერთან" საუბრისას აცხადებს, მთავარი ფაქტორი დროა, რომელიც 45 წუთიდან 20 წუთამდე შემცირდა, პედაგოგებს კი უწევთ ამ დროში ჩატიონ მასალა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია.

"51 საჯარო სკოლის მასწავლებელი ვარ და ჩვენ სატესტო რეჟიმზე ვართ გადასულები. მასწავლებლების მხრიდან შემუშავებულია ადაპტირებული სასწავლო გეგმა. სრულად შეიცვალა სასწავლო გეგმა, როგორც მასწავლებლებისთვის ასევე მოსწავლეებისთვის. შექმნილმა ვითარებამ გააერთიანა სასკოლო საზოგადოება. სწავლებადი და მიღწევადია ეს ყველაფერი, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს ეს ტელეგაკვეთილები.

გაკვეთილების ხანგრძლივობა არის შემცირებული და 20 წუთს მოიცავს, რაც ერთ-ერთი სირთულეა, რადგან ამ 20 წუთში უნდა ჩავატიოთ ყველაფერი მნიშვნელოვანი და ამ ტემპით გავიდეთ შედეგზე. ბავშვები არიან ძალიან დიდი ენთუზიაზმით ჩართულები,"- განაცხადა გვანცა მეტრეველმა.

დღის ამბები