03 ივნისი 2020,   18:50
ვრცლად
"ბადაგონი საქართველოსთვის" - ღვინის კომპანია "ბადაგონი" სადეზინფექციო ხსნარის წარმოებას იწყებს

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,  კომპანია "ბადაგონი" ხელის სადეზინფექციო ხსნარის წარმოებას იწყებს.

"ბადაგონი საქართველოსთვის" - ამ ლოზუნგით პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ ზემო ხოდაშენის ღვინის საწარმოში გაიმართა.

80%-იანი ხელის სადენზიფექციო ხსნარი, რომელიც კორონავირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად იწარმოება, რეგიონის მასშტაბით, უსასყიდლოდ გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან პანდემიის წინააღმდეგ. მათ შორის: ჯანდაცვის სამინისტროს, ექიმებს, მესაზღვრეებს,  პოლიციელებს და ეკლესიის მსახურებს.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, კომპანია "ბადაგონის" დამფუძნებელმა გიორგი სალაყაიამ და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა სადეზინფექციო ხსნარის ჩამოსხმის პროცესი დაათვალიერეს.

"ღვინის კომპანია "ბადაგონის" ძალიან დროული და საჭირო ინიციატივით გამოვიდა. მან დაიწყო წარმოება სადეზიფექციო საშულების. სწორედ ეს სადეზინფექციო საშუალება არის მსოფლიოს ჯანდაცვის რეკომენდაციით დამზადებული, რაც უსასყიდლოდ დაურიგდება ყველა საჭირო მიმარათულების თანამშრომელს.მე ვფიქრობ, ეს არის დღეს ის პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ოპერატოულად უპასუხოს ჩვენმა მრეწველობამ არსებულ გამოწვევას." - განაცხადა კახეთის გუბერმატორმა.

აღსანიშნავია, რომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ, ამერიკის შეერთებული შტატების საკვებისა წამლების ადმინისტრაციამ და ალკოჰოლის მწარმოებელმა კომპანიებმა, covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, ხელის სადეზინფექციო ხსნარების დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით, გადაწვიტეს, სპირტის მარაგი გამოეყენებათ ხელის სადეზინფექციო ხსნარის წარმოებისთვის.

კომპანია "ბადაგონის" წარმომდგენლების განმარტებით, აღნიშნული პროდუქტი სრულიად შეესაბამება ამერიკის "საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის" მიერ შემუშავებულ სტანდარტებს.

"ორ კვირაზე მეტია, რაც კომპანია "ბადაგონის" ხელმძღავნელობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეეჩერებინა ღვინის ჩამოსხმა, რადგან ავიღეთ სოციალური პასუხიმგბელობა ჩვენი თანამშრომლების მიმართ. თუმცა, დღეიდან. საგანგებო რეჟიმში ვიწყებთ სადეზინფექცო ხსნარების წარმოებას, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემათ მათ, ვისაც ბრძოლის წინა ხაზზე უწევთ დგომა."- განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მარი გიორგაძემ.

დღის ამბები