10 აპრილი 2020,   00:48
ვრცლად
ვაზიანის ბაზიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანილი 5 სამხედროს ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

დაინფიცირდნენ თუ არა სამხედროები COVID-19-ით - ვაზიანის ბაზიდან გადაყვანილი 5 ჯარისკაცის ანალიზის პასუხი სულ მალე ცნობილი გახდება. თავდაცვის სამინისტრომ სამხედროების თბილისიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.

ბოლო ინფორმაციით, ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი არ აღენიშნებათ, მიუხედავად ამისა, ანალიზი მაინც აიღეს.

უწყების გადაწყვეტილებით, ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები ექნება, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანენ.

"სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ დამატებით იქნებიან გამოკვლეული სამხედრო მოსამსახურეები. აღებულია ანალიზი, გადაგზავნილი იქნება ლუგარის ლაბორატორიაში და ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ მიღებული იქნება დამატებითი ღონისძიებები. სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ხუთივე სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს.

რაც შეეხება მე-5 სამხედრო მოსამსახურეს, რომლის დიაგნოზიც პირველ ეტაპზე იყო პნევმონია, ამ ეტაპზე დადასტურებულად არის მწვავე ბრონქიტი," - განაცხადა საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა პოლკოვნიკმა ავთანდილ აბაშიძემ.

 

დღის ამბები