06 აპრილი 2020,   19:41
ვრცლად
რა არის კლასტერი და რამდენი ტიპის შეიძლება იყოს ის - ანა კასრაძე

რას მოიაზრებს კლასტერი და რამდენი ტიპის კლასტერი შეიძლება არსებობდეს - განმარტება "კურიერთან" საუბრისას დაავადებათა კონტროლის რისკებზე მზადყოფნის და რეაგირების სამსახურის უფროსმა ანა კასრაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ეს არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც აქვთ საერთო ისტორია ან იმყოფებოდნენ ერთად მოგზაურობაში, სადაც შესაძლებელი იყო ერთი პირისგან დაინფიცირებულიყვნენ.

"77 დადასტურებული შემთხვევაა უკვე, ჯერჯერობით გვაქვს შემთხვევების მატება. ჩვენ არ გვაქვს ფართომასშტაბიანი გავრცელება. ეპიდემიოლოგები სიტყვა კლასტერს ძალიან ხშირად ვიყენებთ, კლასტერში ვგულისხმობთ ადამიანთა ჯგუფს, რომელთაც ჰქონდათ საერთო ექსპოზიცია. მაგალითად ჯგუფი, რომლებიც მოგზაურობაში იმყოფებოდნენ ერთად ან ჯგუფი თუ იყო სადმე ერთად, სადაც იყო ერთი ინფიცირების წყარო. კლასტერი ეს არის ადამიანთა ერთობლიობა, რომლებსაც ჰქონდათ საერთო რისკის ფაქტორი,"- განმარტა ანა კასრაძემ.

დღის ამბები