06 აპრილი 2020,   19:26
ვრცლად
არ გამოვრიცხავთ, საყოველთაო თვითიზოლაცია, ან საყოველთაო კარანტინი გამოვიყენოთ - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ  საგანგებო მდგომარეობის ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"პანდემია გრძელდება. ევროპა არის ეპიცენტრში. აშშ-ს აქვს შემთხვევათა მატება. ეს ყველაფერი მოწმობს იმაზე, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ დამატებითი ზომები, საგანგებო მოქმედების. დამატებითი ზომები ნიშნავს, რომ საგანგებო მდგომარეობაზე  გადაწყვეტილება აქვს მიღებული ხელისუფლებას,  პარლამენტმა ეს დაამტკიცა და მისცა უფლება მთავრობას, რომ ნებისმიერი დამატებითი საჭირო ზომები მიიღოს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, როგორც კი ამის საჭიროება იქნება, საყოველთაო თვითიზოლაცია, ან საყოველთაო კარანტინი გამოვიყენოთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები