01 ივნისი 2020,   16:20
ვრცლად
ციგაობის ფედერაციის პრეზიდენტი ფელიქს ქუმარიტაშვილი ლატვიაში, სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი ნახეს 

ციგაობის ფედერაციის პრეზიდენტი ფელიქს ქუმარიტაშვილი, "კურიერის" ინფორმაციით,  ლატვიის ქალაქ სიგულდის სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი ნახეს. მწვრთნელი მოსწავლეებთან ერთად შეკრებაზე იმყოფებოდა.

მოციგავეთა გუნდი ქალაქ სიგულდაში სავარჯიშოდ სისტემატურად იკრიბებოდა. ფედერაციის პრეზიდენტის შვილისთვის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

მომხდარს ადასტურებს საგარეო უწყება, მათი ინფორმაციით ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და საქართველოს საკონსულო კავშირზეა ლატვიელ სამართალდამცველებთან.

"მე თვითონაც ახლა ჩამოვფრინდი რიგაში, ვერაფერს გეტყვით. ახლა მივდივარ, ბავშვები უნდა გამოვაგზავნო რამენაირად, მერე მივხედავთ დანარჩენს. წუხელ ღამე გავიგე და გამოვფრინდი პირდაპირი,“ - ამბობს ფელიქს ქუმარიტაშვილის შვილი, ვლადიმირ ქუმარიტაშვილი.

ფელიქს ქუმარიტაშვილი 2010 წელს ვანკუვერნის ოლიმპიადის დროს ტრაგიკულად დაღუპული მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ბიძა და მისი მწვრთნელი იყო.

 

დღის ამბები