01 ივნისი 2020,   17:47
ვრცლად
მემორანდუმი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით - ოპოზიციის აზრით, 13 მარტი ისტორიაში უპრეცენტენტო შეთანხმების სახელით შევა

20-მდე ოპოზიციურმა პარტიამ სასამართლო რეფორმის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა. ახალი შეთანხმებით, 16 პარტია სასამართლო რეფორმის საერთო ხედვაზე შეჯერდა. მათი თქმით, 5-პუნქტიან დოკუმენტში ასახულია გზა, როგორ უნდა დაუბრუნდეს ნდობა სასამართლოს. 

13 მარტი, პარასკევი - როგორც ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, ეს თარიღი ისტორიაში უპრეცედენტო შეთანხმების სახელით შევა. მემორანდუმი გაფორმდა სიმბოლურად უზენაეს სასამართლოსთან, რომელიც, ხელმომწერების თქმით, ხელისუფლებისადმი მორჩილების საუკეთესო მაგალითია

იდეის ავტორია "გირჩი".  სწორედ ამ პოლიტიკური მოძრაობის ინიციატივით შეიქმნა ერთობლივი დოკუმენტი. დღეს ლიდერებმა ღიად თქვეს, რომ მემორანდუმის პუნქტებთან დაკავშირებით პარტიებს შორის თავდაპირველად აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება კონსენსუსის გზით შეძლეს.

საპარლამენტო უმრავლესობა იზიარებს შეფასებას, რომ სასამართლო სისტემის გაუმჯობესება აუცილებელია, ამბობს, რომ ამისთვის რეფორმებს "ქართული ოცნება" უკვე ახორციელებს და საყვედურს ყოფილი ხელისუფლებისგან არ მიიღებს.

ურთიერთბრალდებებს ოპოზიცია ნაწილობრივ იზიარებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ძველი შეცდომების გამეორების საფრთხე არ არსებობს, რადგან დარწმუნებულია, რომ მომავალი მთავრობა კოალიციური პრინციპით დაკომპლექტდება.

ოპოზიცია ირწმუნება, რომ სწორედ მრავალპარტიული შეთანხმება იქნება იმის განმსაზღვრელი, რომ სასამართლო რეფორმა იმავე მოჯადოებულ წრეზე არ წავა და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი ხუთი პუნქტი სურათს რადიკალურად შეცვლის. დღეს გაფორმებული მემორანდუმის მოთხოვნებს შორისაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების გაერთიანება, ოპოზიცია ასევე, მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის ყველა აქტი უნდა გაუქმდეს. 

დღის ამბები