01 ივნისი 2020,   17:57
ვრცლად
თავისუფლების ინდექსით საქართველო 63-იდან 61 ქულამდე ჩამოქვეითდა - რატომ დააკლდა ქვეყანას 2 ქულა

საქართველოს თავისუფლება ციფრებში Freedom House-მა 61 ქულით შეაფასა. ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს კვლავ ნაწილობრივ თავისუფლად მიიჩნევს და გასული წლის 4 მთავარ მოვლენას გამოჰყოფს, რომლებმაც დემოკრატიის განვითარებაზე მოახდინა გავლენა.

20 ივნისის მოვლენები, გიორგი გახარიას გაპრემიერება, სტრასბურგში "რუსთავი 2-ის" საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილება და პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნა ავტორებმა საკვანძოდ მიიჩნიეს, რამაც, საბოლოოდ, ქვეყანას თავისუფლების 2 ქულა დააკლო.

ოპოზიციისთვის გავლენიანი ორგანიზაციის შეფასებები იმის ნიშანია, რომ ქვეყნის მიმართ დასავლეთში კრიტიკული მიდგომა ნარჩუნდება.

ეს ყველაფერი კი "ოცნების" ოპონენტებისთვის ქვეყნის საგარეო იმიჯსაც აზიანებს და გამოსასწორებლადაც რთული იქნება.

პარალელურად, მმართველი პარტია ანგარიშის კონკრეტულ პუნქტებში სუბიექტურ და მიკერძოებულ მიდგომას ხედავს.

ასეთია, მაგალითად, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის არაფორმალურ გავლენებზე, ბიზნეს-ინტერესებსა და თანაინვესტირების ფონდის შექმნის შესახებ ჩანაწერი.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს ანგარიშის მიუკერძოებლობაში ეჭვი შეაქვს.

Freedom House-ის ბოლო ანგარიშში ყურადღებას აქცევენ დასაქმებულთა უფლებების, ოჯახური ძალადობის, ქორწინების კონსტიტუციურ დეფინიციის, გამოხატვისა პირადი თავისუფლებების დაცვის საკითხებს. ამ უკანასკნელში ქვეყანა ხელშემშლელი ფაქტორების მიუხედავად, დადებითადაა შეფასებული და 4-იდან 3 ქულით ფასდება.

დღის ამბები