04 ივნისი 2020,   12:15
ვრცლად
ქობულეთში თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო ახალგაზრდა მამაკაცი კარანტინში გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხუცუბანის მცხოვრები პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს.

ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი გერმანიიდან ერთი კვირის წინ ჩამოვიდა, ის აეროპორტში გადაამოწმეს, საეჭვოდ  არ მიიჩნიეს და სახლში გამოუშვეს.

ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელი სახლის ეზოში აიყვანეს და იძულებით კარანტინში გადაიყვანეს.

ასევე, ქობულეთში იძულებით კარანტინში კიდევ 9 პირია მოთავსებული.

დღის ამბები