01 ივნისი 2020,   15:49
ვრცლად
ლარის სიმყარისთვის, სამწუხაროდ, საგარეო ვალის აღება მოგვიწევს - ანზორ ბიწაძე

"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრი ანზორ ბიწაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებულ ანტიკრიზისული გეგმა კარგია, თუმცა არ არის საკმარისი. მისივე შეფასებით, კრიზისიდან თავის დასაღწევად ქვეყანას საგარეო ვალის აღება მოუწევს. 

"სიტუაციის პროგნოზირება შეუძლებელია. კარგია ის, ზომები, რომელიც შემოგვთავაზა საქართველოს მთავრობამ, ეს აპრობირებული საერთაშორისო მეთოდებია. თუმცა, იმისთვის, რომ მომავალში არ გვქონდეს პრობლემა ვალუტის სიმყარესთან, სამწუხაროდ, სავარაუდოდ, მოგვიწევს მივმართოთ საერთაშორისო პარტნიორებს და კრედიტორებს იმისთვის, რომ დამატებითი საგარეო ვალი აიღოს ქვეყანამ და გააძლიეროს საკუთარი ვალუტა და ეკონომიკა,"- განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმა მსოფლიო გამოცდილებას ემყარება და ის პარლამენტის სრულ მხარდაჭერას მოიპოვებს. 

"ასეთი ტიპის გეგმები არის აპრობირებული საერთაშორისო მასშტაბით. ვფიქრობ, რომ პარლამენტის მხრიდან ამ გეგმას სრული მხარდაჭერა ექნება, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს ბიუჯეტში ცვლილებებს. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ საქართველოს ეკონომიკის სტიმულირებისთვის დამატებით თანხები მივმართოთ. ამ გეგმას ექნება სრული მხარდაჭერა საქართველოს პარლამენტის მხრიდან. ჯერ ჯერობით, ციფრი არის გაურკვეველი. ჩემი ინფორმაციით, საუბარი არსი 300 მილიონზე და მეტზე,"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

დღის ამბები