01 ივნისი 2020,   17:32
ვრცლად
თსუ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დისტანციურ სწავლებაზე გადადის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დისტანციურ სწავლებაზე გადადის, ხოლო სააუდიტორიო სწავლება თსუ-ს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიერ, 1 აპრილიდან აღდგება.

23 მარტიდან ელექტრონულ სწავლებაზე ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, მედიცინისა და იურიდიული ფაკულტეტები გადავლენ. 

რაც შეეხება თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლას, ის ელექტრონულ სწავლებას სინქრონული და ასინქრონული ელემენტების გამოყენებით 16 მარტიდან შეუდგება.

"პრემიერ-მინისტრთან მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, სააუდიტორიო სწავლება 1 აპრილიდან აღდგება. მანამდე კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფაკულტეტებისა და მიმართულებების მზაობიდან გამომდინარე, განახორციელებს დისტანციური სწავლების ელემენტების ინდივიდუალურ პილოტირებას.

თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) 16 მარტიდან დაიწყებს ელექტრონული სწავლების სინქრონული და ასინქრონული ელემენტების გამოყენებას zoom-ის, smartboard-ისა და webinar-ის საშუალებით.

23 მარტიდან კი ელექტრონული სწავლების ელემენტებზე გადავა: 

▪ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;
▪ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
▪ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
▪ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;
▪ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
▪ მედიცინის ფაკულტეტი;
▪ იურიდიული ფაკულტეტი;
▪ თსუ პროფესიული განათლების ცენტრი.

აღნიშნული სიახლე, საშუალებას მოგვცემს სასწავლო პროცესი არ გაცდეს დღეს არსებულ აკადემიურ კალენდარს, რომლის თანახმადაც აკადემიური პროგრამებისთვის სააუდიტორიო მეცადინეობები 27 ივნისს სრულდება. ამ მიზნით, მოდიფიცირებული იქნება შეფასების სისტემაც.

გიზიარებთ დამატებით ინფორმაციას:

▪ სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია სასწავლო პროცესის ელექტრონული სისტემების (Moodle, LMS და სხვა) დეტალური გზამკვლევები, რომელთა დახმარებითაც სტუდენტები შეძლებენ გაიარონ რეგისტრაცია;

▪ ყველა სტუდენტს საკუთარ პორტალზე დამატებით აესახა თსუ კორპორატიული პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი;

▪ სტუდენტებს ფაკულტეტების ადმინისტრაციების მიერ მიეწოდებათ ინფორმაცია, რომელ პლატფორმაზე და როდის იქნება ხელმისაწვდომი ელექტრონული კურსები," - აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოქეყნებულ განცხადებაში.

დღის ამბები