01 ივნისი 2020,   16:58
ვრცლად
ქვეყანა გამოწვევებისთვის მზადაა, გვაქვს 12 000 საწოლი და 2000 სასუნთქი აპარატი - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის უფრო ფართო გავრცელების შემთხვევისთვისაც მზად არის.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქვეყანაში 12 000 საწოლი და 2000 სასუნთქი აპარატის რესურსი არსებობს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, საქართველოში COVID19-ის 25-ე შემთხვევა დაფიქსირდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 49 პაციენტი. 

ასევე, თვითიზოლაციაში იმყოფება 1000-მდე პირი.

დღის ამბები