01 ივნისი 2020,   17:04
ვრცლად
ამირან გამყრელიძე ფარმაცევტულ სექტორს მიმართავს, იყვნენ სოლიდარული და არ ისარგებლონ სიტუაციით

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ფარმაცევტულ სექტორს მოუწოდებს, შექმნილი სიტუაციით არ ისარგებლონ და მოსახლეობას მედიკამენტურ და სამედიცინო საშუალებებზე ფინანსური ხელმისაწვდომობა არ შეუზღუდონ:

"ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა საავადმყოფოების, რომ იყოს მზადყოფნა, გადაუდებელი სიტუაციების დროს მზადყოფნის გეგმები და ამ გეგმების მიხედვით შესაბამისი მარაგები, მედიკამენტები, სახარჯი მასალების, დაცვის საშუალების. მივმართავ როგორც ჰოსპიტალურ, ასევე ფარმაცევტულ სექტორს, რომ არ ვისარგებლოთ ამ სიტუაციით. მსოფლიოში გარკვეული დეფიციტია სახარჯი მასალების, დამცავი საშუალებების, არ ვისარგებლოთ და ვიყოთ სოლიდარული და ხელი შევუწყოთ, რომ მეტი ფინანსური ხელმისაწვდომობა ჰქონდეს მედიკამენტურ, თუ სამედიცინო საშუალებებზე, რომელიც ამ დროს საჭიროა  ინფექციასთან ბრძოლისთვის,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები