30 მარტი 2020,   00:40
ვრცლად
ხანძარი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში - ცეცხლი მიტოვებულ შენობებს უკიდია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარია. ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან რამდენიმე კილომეტრში მიტოვებულ შენობებს უკიდია.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, თუმცა ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება. 

ქრობის სამუშაოებს ქარი აფერხებს. ადგილობრივების ინფორმაციით, არსებობს ცეცხლის გავრცელების საშიშროება.

დღის ამბები