31 მარტი 2020,   01:55
ვრცლად
ქუთაისის აეროპორტში მილანის კიდევ ერთი რეისი ჩამოფრინდა, 97-ვე მგზავრმა სამედიცინო შემოწმება გაიარა

მილანიდან ქუთაისის აეროპორტში კიდევ ერთი რეისი შესრულდა.

მგზავრები ამბობენ, რომ უსაფრთხოების მიზნით სამედიცინო შემოწმება გაიარეს, სპეციალური ბლანკები შეავსეს, საზღვრებზე ორივე მიმართულებით კონტროლი გამკაცრებულია.

მგზავრების ინფორმაციით, მილანში პანიკა არ არის, მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ მკაცრად დაიცვან ჰიგიენური ნორმები.

რეისით 97 მგზავრი ჩამოფრინდა და არცერთ მათგანს ტემპერატურა არ დაფიქსირებია.

დღის ამბები