05 აპრილი 2020,   01:24
ვრცლად
შეხვედრისას ერთმანეთს ხელი არ ჩამოართვათ და არ გადაკოცნოთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდეს, რომ კორონავირუსის გავრცელების პერიოდში შეხვედრის დროს გადაკოცნისა და ხელის ჩამორთმევისგან თავი შეიკავონ.

აღნიშნული განცხადება ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

"ძალიან გთხოვთ არ გაგეცინოთ, მაგრამ ერთი მოწოდება უნდა გავაკეთო - ჩვენ ქართველებს გვახასიათებს, რომ ვხვდებით ერთმანეთს ვკოცნით, გთხოვთ ძალიან, თავი შევიკავოთ. ეს მარტო კორონავირუსს არ ეხება. ზოგადად, ჩამოვაყალიბოთ ჩვენში ეს კულტურა განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც რესპირაციული ინფექციები ბობოქრობს, რომელიც გადადის სწორედ წვეთოვანი, აირ-წვეთოვანი გზებით და ახლო კონტაქტით.

კორონავირუსული ინფექციის გავრცელების პერიოდში არ არის რეკომენდებული ხელის ჩამორთმევა და სჯობს, ერთმანეთს ხელის აწევით მივესალმოთ. ეს მარტივად განსახორციელებელი რეკომენდაცია ხშირად ძალიან კარგ შედეგს იძლევა," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები