05 აპრილი 2020,   01:35
ვრცლად
გიორგი მამალაძის მომდევნო სასამართლო სხდომა სამკურნალო დაწესებულებაში გაიმართება

ხმაური იყო საქალაქო სასამართლოში, სადაც დეკანოზ გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით სხდომა გაიმართა.

მსჯავრდებული პროცესს არ ესწრებოდა, რაც მოსამართლემ პენიტენციური სამსახურიდან მიღებული წერილით განმარტა.

მოსამართლე ლილი მსხილაძემ წერილი წაიკითხა, სადაც წერია:
“დადასტურებით არ ირკვევა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს არ შეუძლია გადაადგილება და რომ ის, უარს აცხადებს გადაადგილებაზე და მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში იმყოფება.”

შესაბამისად, მომდევნო სხდომა მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამკურნალო დაწესებულებაში გაიმართება.

გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. დეკანოზის ძმამ მოსამართლეს მონა უწოდა.

ირაკლი მამალაძე დარწმუნებულია, რომ სამკურნალო დაწესებულებაში სხდომის გამართვის მითითება მოსამართლემ ხელისუფლებისგან და საპატრიარქოდან მიიღო, რათა საზოგადოებამ დეკანოზის მდგომარეობა არ ნახოს.

დღის ამბები