04 აპრილი 2020,   10:00
ვრცლად
"რუსთავი 2" საკვანძო მედიააქტორია, წარმოუდგენელია ჩემი საქმიანობა ამ ტელევიზიაში ვიზიტის გარეშე - ისრაელის ელჩი

ტელეკომპანია "რუსთავი2-ს" ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სტუმრობდა. რან გიდორი არხის გენერალურ დირექტორს შეხვდა და მიმდინარე სამუშაო პროცესს პირადად მასთან ერთად გაეცნო.

"თბილისში 2 თვეზე ნაკლებია, რაც ჩამოვედი. შესაბამისად, ახალი ელჩი ვარ. ჩემი საქმის ნაწილია, გავეცნო საზოგადოებას, პოლიტიკურ გარემოს. იმისთვის, რომ ყოველივე ამაში კარგად გავერკვე, აუცილებელია მედიასთნ ურთიერთობა. "რუსთავი 2" არის საკვანძო მედიააქტორი, ამდენად, წარმოუდგენელია ჩემი საქმიანობა ამ ტელევიზიაში ვიზიტის გარეშე. ეს საარჩევნო წელია. როგორც ისრაელში, შეერთებულ შტატებში, საარჩევნო წელს ატმოსფერო ხდება დაძაბული და ტემპერატურა იწევს. საჯარო დისკუსიები უფრო ინტენსიური ხდება, მედია დიდ როლს თამაშობს ყოველივე ამაში და ჩემთვის, როგორც დამკვირვებლისთვის, მნიშვნელოვანია გავიგო, როგორ მუშაობს მედია აქ. ამ ვიზიტით ძალიან კმაყოფილი ვარ, შტაბეჭდილების ქვეშ ვარ, აქაური პროფესიული სტანდარტით. ვიმედოვნებ, ეს ურთიერთობა სამომავლოდაც გაგრძელდება,"-აცხადებს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანო ელჩი საქართველოში, რან გიდორი. 

თავის მხრივ, "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია ისრაელის ელჩს, არხზე მიმდინარე ცვლილებებზე ესაუბრა. 

"ბატონ ელჩს პირველი პირიდან აინტერესებდა გაეგო იმ ცვლილებების შესახებ, რაც განხორციელდა "რუსთავი 2-ში" სტრასბურგის გადაწყვეტილების აღსრულების შემდგომ. მე მას დეტალურად ავუხსენი იმ კრიზისის თობაზე, რაც იყო არხზე და როგორ დავძლიეთ ეს კრიზისი და სად ვართ დღეს. მე მას ისიც ვუთხარი, რომ კომპანია წარმატებულად ვითარდება და მაღლა იწევს რეიტინგებში,"- განაცხადა  სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა. 

დღის ამბები