31 მარტი 2020,   01:53
ვრცლად
მიხეილ კალანდიას ადვოკატი სასამართლოს განაჩენს პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს

დავით სარალიძის საქმეზე გამოტანილ განაჩენს მიხეილ კალანდიას ადვოკატი პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს.

უფლებადამცველის თქმით, საპროცესო შეთანხმების გაფორმება შეუძლებელია, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.

მისივე განცხადებით, პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ზაზა სარალიძე მიზანმიმართულად, საკუთარი პოლიტიკური მიზნების გამო დაარწმუნეს, რომ საქმის მთავარი ფიგურანტი მირზა სუბელიანი იყო.

"ურტყამდა მხოლოდ მუშტს, რომ ეშველა თავის მეგობრისთვის. არ უნდა შეახოცონ ხელი კალანდიას, რათა სარალიძე დააწყნარონ და პოლიტიკური სტაბილურობა მიიღონ. ჩვენმა ბინძურმა პოლიტიკურმა პარტიებმა და არასამთავრობოებმა გადაწყვიტეს, რომ გაუბედურებული ადამიანის ხარჯზე პოლიტიკური დივიდენდები აეგორებინათ. დაარწმუნეს ეს ადამიანი, რომ კალანდიას იმიტომ არ აძლევენ პასუხისგებაში, რათა მირზა სუბელიანი დაემუქრა ხელისუფლებას, თქვენ თუ კალანდიას დაიჭერთ, მე ტრაპიზონში მაქვს კადრები მერაბიშვილის ციხიდან გამოყვანა, სადაც ჩანსო და  ამან იმუშავა ყველაზე მეტად“,- განაცხადა ზურაბ თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა.

 

დღის ამბები