02 აპრილი 2020,   04:32
ვრცლად
გერმანიაში მიმდინარე კარნავალზე ავტომობილი ხალხში შევარდა

გერმანიის ქალაქ ფოლკმარზენში, სადაც კარნავალი იმართებოდა, ფურგონის ტიპის ავტომობილი ხალხში შევარდა. 

"ბიბისის" ინფორმაციით, დაშავდა ათობით ადამიანი, მათ შორის ბავშვები. 

გერმანული მედია იუწყება, რომ ჯერჯერობით, პოლიციას არ აქვს ინფორმაცია, ინციდენტი შემთხვევით მოხდა თუ მძღოლი მიზანმიმართულად შევარდა ხალხში. 

ამ დროისთვის, მძღოლი დაკავებულია. 

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება მუშაობს.

 

 

დღის ამბები