30 მარტი 2020,   02:18
ვრცლად
ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ - სარფის საბაჟოსთან ტრაილერების რიგია 

ქართველი მძღოლები დახმარებას ითხოვენ, სარფის საბაჟოსთან მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგია. თურქეთიდან საქართველოსკენ მომავალი სატვირთო ავტომობილები საზღვრის გადმოკვეთას ვერ ახერხებენ და მესამე დღეა მანქანებში სძინავთ.

არ აქვთ არც საკვები და არც სასმელი წყალი. მძღოლების განცხადებით, თურქეთში მათ ყურადღებას არ აქცევენ და შეფერხების მიზეზად ქართული მხარის პრობლემებს ასახელებენ.

ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლი ამბობს, რომ ორი დღეა საბაჟოსთან მძღოლების რიგია და ამ ორი დღის მანძილზე მხოლოდ ორი კილომეტრის გავლა მოახერხეს.

"მეორე დღეა აქ ვართ და ამ ორ დღეში დაახლოებით ორი კილომეტრი გვაქვს გავლილი, არავის არაფერი უთქვამს ჩვენთვის," - განაცხადა ერთ-ერთმა მძღოლმა.

დღის ამბები