07 აპრილი 2020,   12:28
ვრცლად
დიდ დიღომში ორი რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" დიდი დიღმის მეოთხე მიკრორაიონში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ორი რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მაღალსართულიანი კორპუსი ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება, სადაც 500 აღსაზრდელია.

"ვაპროტესტებთ ორი რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას ბაღის ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს. ეს ადამიანები იძახიან, რომ ტერიტორია არის მათი და ერთ-ერთ შესასვლელსაც კეტავენ. ასევე კორპუსის აშენების შემთხვევაში ბაღის ბავშვები იქნებიან დაუცველები ფიზიკურად. აქ იქნება მტვერი," - განაცხადა  მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" წევრმა გიორგი ჯაფარიძემ.

სამშენებლო სამუშაოებს უცხოური კომპანია "იჯი გრუპი" აწარმოებს. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, მერია აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსშია.

დღის ამბები