31 მარტი 2020,   03:12
ვრცლად
ქართველი მეზღვაურები ისევ ტყვეობაში რჩებიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ქართველი მეზღვაურები ისე ტყვეობაში რჩებიან. ამ დრომდე უცნობია მეკობრეების მოთხოვნები - ისინი ჯერჯერობით კონტაქტზე არ გამოსულან.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ქართულ მხარეს აქტიური კონტაქტი აქვს გემთმფლობელ კომპანიასთან. შემთხვევა აფრიკაში ქალაქ ლაგოსთან, 20 თებერვალს მოხდა.

მეკობრეებმა 24 კაციანი ეკიპაჟის 10 წევრი გაიტაცეს. მათ შორის 4 საქართველოს მოქალაქეა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი აცხადებს, რომ ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ეკიპაჟის წევრების მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მათთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და ვიცით, რომ ისინი უსაფრთხო წყლებში იმყოფებიან. ველოდებით მოვლენების განვითარებას," - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

დღის ამბები