04 აპრილი 2020,   10:14
ვრცლად
ირანში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსს 6 ადამიანი ემსხვერპლა, სკოლებში შეჩერებულია სასწავლო პროცესი

ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსმა უკვე 6 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 29-მდე გაიზარდა.

მკვლელი ვირუსის გაზრდილი სტატისტიკის გამო ქვეყანაში სასწავლო დაწესებულებების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს.

ვირუსის პრევენციის მიზნით, ირანთან საზღვარი ჩაკეტეს ერაყმა და ლიბანმა. თურქეთმა და ქუვეითმა კი საზღვარზე შეზღუდვები დააწესეს.

მძიმე მდგომარეობაა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში. კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყნის 10 ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

დაინფიცირებულთა რიცხვმა 80-ს მიაღწია. მკვლელმა ვირუსმა ქვეყანაში უკვე 2 ადამიანი იმსხვერპლა. დაიხურა სასწავლო და საჯარო დაწესებულებები. გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება.

მთავრობა მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებას პოლიცია და სამხედროები აკონტროლებენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩინეთის გარდა, მსოფლიოს 28 ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების სულ 1402 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, ვირუსი პირველად ლიბანსა და ისრაელში დაფიქსირდა.

საერთო ჯამში ვირუსმა უკვე 2461 ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებას 79 ათასამდე პაციენტი ებრძვის.

დღის ამბები