31 მარტი 2020,   03:13
ვრცლად
ინფექციურში განთავსებულმა ირანის მოქალაქეებმა სამედიცინო შემოწმება საქართველოში ჩამოსვლამდე ირანშიც გაიარეს

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოთავსებული ირანის მოქალაქეებიდან სამი მათგანი ერთი ოჯახის წევრია.

ცნობილია, რომ კლინიკაში შეყვანის დროს მათ ტემპერატურა ჰქონდათ.

ირანის მოქალაქეების ახლობლების ინფორმაცით, ისინი ექიმთან საკუთარ ქვეყანაშიც იმყოფებოდნენ.

როგორც ერთ-ერთი ირანელის ახლობელი აცხადებს, მის მეგობარს მხოლოდ ტემპერატურის მატება აღენიშნებოდა.

"ჩემი მეგობრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ჩემი მეგობარი ირანშიც იყო ექიმთან, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია,"- აღნიშნა ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ერთ-ერთი ირანელის ახლობელმა.

დღის ამბები