04 აპრილი 2020,   10:16
ვრცლად
დემოკრატების საპრეზიდენტო პრაიმერში სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობს, მას ხმების 48% აქვს

ნევადას შტატში გამართულ დემოკრატების საპრეზიდენტო პრაიმერში სენატორი ბერნი სანდერსი ლიდერობს.

ბიულეტენების მესამედის დათვლის შემდეგ სანდერსი ხმების 48 % აგროვებს.

შტატების ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კი, ხმების 23 % მიიღო.

დემოკრატების მხარდამჭერებს არჩევანის გაკეთება 33 კანდიდატს შორის უწევდათ. სენატორმა ბერნი სანდერსმა ნიუ-ჰემფშირის შტატში რამდენიმე დღის წინ გამართულ პრაიმერშიც გაიმარჯვა.

"დემოკრატების" მომდევნო შიდაპარტიული არჩევნები სამხრეთ კაროლინაში 29 თებერვალს გაიმართება. პრაიმერისების საშუალებით შეერთებულ შტატებში დემოკრატებიც და რესპუბლიკელებიც საპრეზიდენტო კანდიდატებს ირჩევენ.

დღის ამბები