31 მარტი 2020,   05:44
ვრცლად
სახალხო დამცველი თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებულ მძიმე პირობებზე დასკვნას აქვეყნებს

ერთი ოთახითაც არის შესაძლებელი იმ საერთო სურათის წარმოდგენა, რა მდგომარეობაც თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრშია. დაზიანებული კედლები, ძველი ავეჯი, არ არის ცხელი წყალი - რეაბილიტაციისთვის დაწესებულებაში მისულ პაციენტებს, მკურნალობა სწორედ ამ პირობებში უხდებათ.

ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ არასათანადო და ანტისანიტარულ პირობებზე საუბარი სახალხო დამცველმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ნინო ლომჯარიამ ცენტრის ბენეფიციარები მოინახულა. ომბუდსმენის აპარატი სახელმწიფო უწყებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებში როგორც პაციენტების, ისე მედპერსონალის უფლებებს მორგებული პირობების შექმნისკენ მოუწოდებს.

დაწესებულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბარს არ გაურბიან კლინიკის ადმინისტრაციაში. არც იმას უარყოფენ, რომ პაციენტებისთვის სათანადოდ მოვლისთვის საჭირო რაოდენობის მედპერსონალი არ ჰყავთ. კლინიკის დირექტორი მიზეზად იმ მცირე ბიუჯეტს ასახელებს, რომელიც მხოლოდ პაციენტების მკურნალობისა და მათი მოვლისთვის არის საკმარისი. 

პრობლემის მოგვარების პირობის მიუხედავად, როდის გამოიყოფა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაწესებულების დასაფინანსებლად თანხები, ჯანდაცვის სამინისტროში არ იციან. უწყება ამ კონკრეტულ შემთხვევაში თანხის გამოყოფას მხოლოდ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გეგმავს.

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში, სადაც ბოლოს ინვენტარი 1982 წელს შეცვალეს, 210 პაციენტი მკურნალობს.

დღის ამბები