31 მარტი 2020,   05:15
ვრცლად
ხანგოშვილის მკვლელობასთან რუსეთის კავშირის შესახებ მედია ახალ მტკიცებულებებს აქვეყნებს

ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა საამსახურმა დაგეგმა და განახორციელა- ამის შესახებ დამოუკიდებელ ჟურნალისტურ გამოძიებაშია ნათქვამი.

საგამოძიებო ჯგუფის - "ბელინგქეთისა" და "ინსაიდერის" ინფორმაციით, ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი ევროპაში გამგზავრებამდე რუსეთის "ეფესბეს" სპეცრაზმის "ვიმპელის“ ბაზაზე წვრთნებს გადიოდა.

ჟურნალისტებმა სატელეფონო ანძიდან მოპოვებული მონაცემებით დაადგინეს, რომ კრასნოვი საკუთარი ტელეფონიდან მუდმივად უკავშირდებოდა რუსულ სპეცსამსახურებს, ყველაზე ხშირად კი ვიმპელის ვეტერანთა ფონდის უფროსს ურეკავდა, რომელიც ჟურნალისტების მტკიცებით ხამგოშვილის მკვლელობის მომზადებას ხელმძღვანელობდა.

გამოქვეყნებულ მასალაში ნათქვამია ისიც, რომ რუსმა სამართალდამცველებმა გერმანიას ხანგოშვილის მკვლელის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს და დამნაშავის კვალის დაფარვა სცადეს.

ზელიმხან ხანგოშვილი გასული წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს, თავდამსხმელი დააკავეს, მას თან რუსეთის მოქალაქის პასპორტი ჰქონდა.

დღის ამბები