31 მარტი 2020,   13:29
ვრცლად
შტორმი, წყალდიდობა და მეწყერი ბრიტანეთში - სინოპტიკოსები ძლიერ ქარს ბელგიაში, დანიაში, საფრანგეთსა და გერმანიაშიც ვარაუდობენ

გაერთიანებულ სამეფოს ამჯერად შტორმი "დენისი" დაატყდა თავს. დიდ ბრიტანეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა.

ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარე საათში 150 კილომეტრს აღწევს. ძლიერმა წვიმამ უელსის სამხრეთსა და შოტლანდიაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.

დატბორილია ქუჩები და საცხოვრებელი სახლები. ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. უამინდობის გამო ავიარეისების ნაწილი გადადო "ბრიტანულმა ავიახაზებმა". სინოპტიკოსები ძლიერ ქარს ბელგიაში, დანიაში, საფრანგეთსა და გერმანიაშიც ვარაუდობენ.

დღის ამბები