31 მარტი 2020,   14:42
ვრცლად
სეზონური გრიპი საქართველოში - იაშვილის კლინიკაში ბოლო 10 დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკა გაიზარდა

საქართველოში ზამთრის სეზონის განმავლობაში ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებდა, ბოლო კვირაში კი კლინიკებს პაციენტები - A ტიპის სხვადასხვა შტამით და რესპირაციულ-სინსიტიური ვირუსის სიმპტომებით მიმართავენ. ვირუსი ძირითადად 2 წლამდე ბავშვებს ემართებათ და მიმდინარეობა საკმაოდ რთულია, იწვევს ბრონქების დაზიანებას. იაშვილის კლინიკაში ბოლო 10 დღის განმავლობაში სწორედ ასეთი ჩვილების ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკა გაიზარდა.

კლინიკებში გაზრდილია A ტიპის ვირუსებით მიმართვიანობაც. H1N1, ანუ ე.წ. ღორის გრიპით, ასევე Р3Т2 ტიპის ვირუსით ავადდება ყველა ასაკის ადამიანი. ძირითადად ვირუსს მაღალი ტემპერატურა ახასიათებს, რომელიც არ ემორჩილება მედიკამენტებს.

ყველა სხვა სეზონური გრიპისა და გრიპისმაგვარი დაავადებების პარალელურად, ქვეყანაში კვლავ ცირკულირებს B ტიპის ვირუსებიც, რომლებიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. მედიკოსების თქმით, ბოლო პერიოდში მას თან ერთვის ნაწლავური ინფექციებიც.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს საქართველოში არსებული ეპიდსიტუაციის ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა.

სტატისტიკის მიხედვით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციებით ჰოსპიტალიზების სტატისტიკა 12 პროცენტით არის გაზრდილი. უწყება მოქალაქეებისთვის ავრცელებს რეკომენდაციებს, როგორ ავირიდოთ თავიდან სეზონური გრიპი და როგორ ამოვიცნოთ დაავადება.

დღის ამბები