31 მარტი 2020,   05:38
ვრცლად
ცოფის შემთხვევა ლაგოდეხში - ძაღლს, რომელმაც 2 ადამიანი დაკბინა, ვირუსი დაუდგინდა

ბოლო წლების განმავლობაში ლაგოდეხში ცოფის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივები ხელისუფლებას შინაური ცხოველების აცრასა და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესაბამისი ღონისძიების გატარებისკენ მოუწოდებენ.

ცოფის შემთხვევა ლაგოდეხის რაიონის სოფელს შრომაში ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურდა, რის შემდეგაც ადგილზე მუშაობა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა დაიწყეს, რომლებიც სადეზინფექციო სამუშაოებსა და დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას ატარებენ.

უპატრონო ძაღლების ზრუნვაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას. ქალაქის მერიამ 2019 წელს მიუსაფარი ცხოველებისთვის სპეციალური ტერიტორია გამოყო და თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო.

ცოფი საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით ხასიათდებ და სასიკვდილო შედეგით სრულდება. ადამიანის და ცხოველის ინფიცირება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის შედეგად ხდება. შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. 

დღის ამბები