31 მარტი 2020,   06:44
ვრცლად
გუდაურში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - ის მცხეთის საავადმყოფოშია მოთავსებული 

გუდაურში დაჭრილი პირის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე მცხეთის საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის კლინიკური დირექტორი, დავით ლოლაძე ამბობს, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მისი სხვა დაწესებულებაში გადაყვანის საჭიროება არ არის. ექიმის თქმით, დაჭრილი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ყველა საჭირო პროცედურა უტარდება. მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე ჭრილობით გადაიყვანეს.

"პაციენტს სამედიცინო ჩვენებით გადაყვანა არ ესაჭიროება, ანუ ამ კლინიკას აქვს ყველა რესურსი მსგავსი სიმძიმის პაციენტის მართვის. სხვა მოთხოვნა ჩემთვის არ არის ცნობილი,“ - განაცხადა დავით ლოლაძემ.

გუდაურში, დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღით 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს, კიდევ ერთი პირი კი დაჭრეს. დამნაშავე პოლიციამ ცოტა ხნის წინ დააკავა.

დაპირისპირების ოფიციალური მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. გარდაცვლილის მეგობრები ამბობენ, რომ დაპირისპირება გუდაურის ერთ-ერთ ღამის კლუბში დაიწყო. 

დღის ამბები