31 მარტი 2020,   06:05
ვრცლად
თელავში "ლელოს" რეგიონული ოფისი გაიხსნა

თელავში "ლელოს" რეგიონული ოფისი გახსნა. პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელად ექიმი ვასილ კობიაშვილი წარადგინეს.

მამუკა ხაზარაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

"ჩვენ უნდა გადავიდეთ და ტურიზმი მთლიანად, კონკრეტულად კახეთისა და ღვინის ტურიზმი უნდა გადავიყვანოთ მაღალ შემოსავლიან ტურიზმის სეგმენტზე. ჩვენი ხედვა არის ისეთი, რომ კახეთი კერძოდ შევიდეს იმ მსოფლიო დედაქალაქების რიცხვში, რომელშიც მხოლოდ 10 ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა შესული. ეს მოითხოვს საკმაოდ სერიოზულ გადააზრებას და სერიოზული ნაბიჯების გადადგმას იმისათვის, რომ კახური ღვინო შევიდეს პრემიალურ სეგმენტში," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები