02 აპრილი 2020,   04:11
ვრცლად
არა ჩაბეტონებას - ბათუმში პროექტ "რივიერას" მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

არა ჩაბეტონებას - ბათუმში პროექტ "რივიერა ბათუმის" მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო აქტივისტები სანაპიროზე ცათამბჯენების მშენებლობაში ეკოლოგიურ საფრთხეებს ხედავენ და მიიჩნევენ, რომ ისტორიულ ტერიტორიაზე პროექტი კანონდარღვევით ხორციელდება.

აქციის მონაწილეთა განმარტებით, აღნიშნულ ზონაში 3 სართულზე მაღალი ნაგებობის აშენება დაუშვებელია, პროექტის განხორციელებით კი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფა მოხდება.

როგორც აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელებამ შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფაც გამოიწვიოს.

შპს "რივიერა ბათუმის" პროექტი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.

დღის ამბები