23 თებერვალი 2020,   02:13
ვრცლად
მოსკოვი ვაშინგტონის მხრიდან სანქციების დაწესებას რუსოფობიად აფასებს

მოსკოვი ვაშინგტონის მხრიდან სანქციების დაწესებას რუსოფობიად აფასებს. განცხადებას შეერთებულ შტატებში რუსეთის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. რუსული მხარე მიიჩნევს, რომ ამერიკული სანქციები უსაფუძვლოა და ვაშინგტონს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები სამ რუსულ კომპანიას რამდენიმე დღის წინ დაუწესა. შეზღუდვების მიზეზი მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შტატების კანონის დარღვევა გახდა.

დღის ამბები