26 თებერვალი 2020,   01:52
ვრცლად
"მარტივი ტესტია - თუ ოპოზიციონერ დეპუტატს ფიზიკურად დაუპირისპირდები, შეგიძლია ლაღად გადაადგილდე" - ხაბეიშვილი

პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, ლევან ხაბეიშვილს ექსპერტიზა ჩაუტარდა. გუშინ მიყენებული ფიზიკური დაზიანებების შესწავლა ექსპერტებმა ცოტა ხნის წინ დაასრულეს.

ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ლევან ხაბეიშვილმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავარი ტესტი, რომელიც მათ ჩასაბარებელი აქვთ არ არის ის, თუ რამდენად მძიმე დაზიანებები აქვს მას მიყენებული. 

"ფაქტი სახეზე მეტობა, ამაზე მეტი რა უნდა დაწეროს ექსპერტიზამ. აშკარად მეტყობა, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ეს არის მარტივი ტესტი, თუ "ქართული ოცნების" დეპუტატს უბრალოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას მიაყენებ შეიძლება ციხეში წახვიდე, მაგრამ თუ ოპოზიციონერ დეპუტატს პოლიტიკური განცხადებების გამო, ჯგუფურად და ორგანიზებულად ფიზიკურად დაუპირისპირდები, მაშინ შეგიძლია ლაღად და თავისუფლად გადაადგილდე.

სწორედ ეს ტესტი გვაქვს ჩვენ ჩასაბარებელი და არა ის, თუ რამდენად ძლიერია დაზიანებები, რომელიც მე მომაყენეს," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა. 

დღის ამბები