19 თებერვალი 2020,   07:37
ვრცლად
შს მინისტრი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა.

მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ გამოწვევებსა და ამ კუთხით დასავლელი პარტნიორების აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით არსებულ ვითარებაზე.

დღის ამბები