26 თებერვალი 2020,   01:31
ვრცლად
პუტინის თანაშემწემ თანამდებობა დატოვა - ვლადისლავ სურკოვი მედიტაციას იწყებს

ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ ვლადისლავ სურკოვმა, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია აქვეყნებს.

"რამდენიმე თვით ის მედიტაციით დაკავდება, ხოლო შემდეგ წასვლის მიზეზებსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრებს," - განმარტა სურკოვის მეგობარმა.

ვლადისლავ სურკოვი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწედ 2013 წლიდან მუშაობდა. მის საქმიანობაში ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები და უკრაინის კონფლიქტიც შედიოდა.

კრემლში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები