26 თებერვალი 2020,   02:05
ვრცლად
არცერთმა გაფრთხილებამ შედეგი არ გამოიღო, დღეს მთავრობას კორუმპირებულს და პუტინის სტილის გამგრძელებელს უწოდებენ - ბათუ ქუთელია

ვაშინგტონიდან გამოგზავნილ რიგით მეოთხე კრიტიკულ წერილს თბილისში ანალიტიკოსები აფასებენ. ექსპერტები იმ საპასუხო რეაქციებს, რომელიც ხელისუფლების მხრიდან წერილებში კონგრესმენების მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და საყვედურებს მოჰყვა, მკაცრად აკრიტიკებენ.

რას უკავშირდება ბოლო პერიოდში ამერიკელი პარტნიორების გახშირებული შეშფოთება? - ამაზე ანალიტიკოსი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ეს ყველაფერი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შედეგია.

"მთავარი სიგნალი არის ის, რომ საქართველო დღეს, ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშეა. ეს გამოწვევები კი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის შედეგია. ის შეკითხვა, რომელიც ადამ კირზინგერმა და სხვა კონგრესმენებმა ქართულ მთავრობას დაუსვეს, ფუნდამენტურად ერთ რამეში მდგომარეობს - საქართველოს მთავრობამ უნდა აირჩიოს საით მიჰყავს ქვეყანა, ან პუტინის გზით ან დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზით. 

არცერთმა გაფრთხილებამ შედეგი არ გამოიღო, დღეს უკვე საქართველოს მთავრობას კორუმპირებულს, ავაზაკურსა და პუტინის სტილით მმართველობის ერთ-ერთ გამგრძელებელს უწოდებენ," - განაცხადა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ.

 

 

დღის ამბები