26 თებერვალი 2020,   00:45
ვრცლად
თუ ხელისუფლება სენატიდან მიღებულ ​მნიშვნელოვან კომუნიკაციას დღის ბოლომდე არ გაასაჯაროებს, ამას ჩვენ გავაკეთებთ - სალომე სამადაშვილი

ვაშინგტონიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ, გამოგზავნილ მორიგ კრიტიკული წერილის, გამო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოს ხელისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის აკრიტიკებენ.

გარდა ამისა, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების სენატიდან, მიღებული აქვს ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია. ოპოზიციონერი დეპუტატი ხელისუფლებას აღნიშნული დოკუმენტის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამას თავად ოპოზიცია გააკეთებს. 

"საუბარია იმაზე, რომ ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად ისმის საუბარი საქართველოს ხელისუფლების მიმართ, სანქციების რეჟიმის დაწესებაზე. დღეს, ივანიშვილის რეჟიმის მიერ, საქართველოს ყველა მოქალაქე, უფრო გაღარიბებულია ვიდრე გუშინ იყო. მსგავსი განცხადებების ფონზე არასოდეს არ განხორციელდება უცხოური ინვესტიციები. გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას მიღებული აქვს ამერიკის სენატისგან ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დღის ბოლომდე ეს კომუნიკაცია გაასაჯაროოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას ჩვენ გავაკეთეთ" - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა. 

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით კი, იმ შემთხვევაში თუ ივანიშვილი არსებულ პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, კრიზისი გაღრმავდება.

"ყველა ეს ხალხი შეწუხებულია პრაგმატული და ღირებულებითი ინტერესების გამო, იმის თაობაზე თუ რა ხდება საქართველოში და თავად ივანიშვილს და მის გუნდს საით მიჰყავს ეს ქვეყანა, რამაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ინტერესები და მათი აზრით ამერიკის ინტერესებიც. ეს ტალღა ნიშნავს ივანიშვილის საერთაშორისო იზოლაციას და თუ ის ძალადობის დღევანდელ კურსს გააგრძელებს და უკან არ წაიღებს შეურაცხყოფას, მაშინ ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაღრმავდება,"- განაცხადა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

 

 

 

დღის ამბები