26 თებერვალი 2020,   02:24
ვრცლად
ჩხოროწყუში ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილში ხელყუმბარა აუფეთქდა

ჩხოროწყუში აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა. მერის ინფორმაციით, ის ჯერ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, გამთენიისას კი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას, სავარაუდოდ ოპერაცია უტარდება.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ხელყუმბარა აფეთქდა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 118-ე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.​

"ჩვენ სხვაგან ვიყავით და უკვე საავადმყოფოში იყო რომ მივედით. ოპერაცია უკეთდება," - აცხადებს დაშავებულის ახლობელი.

მამაკაცი, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება გაუწია აცხადებს, რომ აფეთქების გამო დაზიანებები ძირითადად ფეხის არეში ქონდა მიყენებული:

"ფეხებიდან სისხლი მოდიოდა ორივე მხარეს, შევუკარით, მერე მოგვისწრო ექიმებმა და წაიყვანეს"- აცხადებს ადგილობრივი.

დღის ამბები