26 თებერვალი 2020,   02:21
ვრცლად
"გაოგნებულია"- დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ, რას აცხადებს ადვოკატი

დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ. ზაზა მურჯიკნელს ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან, მურჯიკნელი მუხროვანის ამბოხის მონაწილეა და "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

მურჯიკნელის ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებას საქმის მასალები მისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ.

"იმ მომენტიდან რაც დააკავეს საქმის მასალების გადმოცემას ვითხოვთ, ამ მომენტამდე ისევ არ გვაქვს. რა უნდა აღიაროს, რაც არ ჩაუდენია. ამ ფაქტთან შემხებლობას უარყოფს.  ველოდებით საქმის მასალებს. თვითონ გაოგნებულია, რატომ დააკავშირეს ის ამ ქმედებასთან, გვაინტერესებს, რა უდევს ბრალდებას ამ საქმეში, რა ჰქონდათ საფუძველი,"- განაცხადა ზაზა მურჯიკნელის ადვოკატმა სულხან კომახიძემ.

დღის ამბები