26 თებერვალი 2020,   02:07
ვრცლად
მეტი სიფრთხილე მართებს, ხაბეიშვილის ქმედებებს მისი შვილები უყურებენ - ანრი ოხანაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ თითოეულ პოლიტიკოსს მეტი სიფრთხილე მართებს და ამ კონტექსტში, თავად ხაბეიშვილსვე წევრს მოიხსენიებს. 

"როდესაც გამოდის ხაბეიშვილი და ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები უყურებენ ამას. მე შემიძლია დავეთანხმო მას იმაში, რომ რა თქმა უნდა, მას და მის ქმედებებს უყურებენ, მისი შვილები და დანარჩენი ოჯახის წევრებიც და სწორედ ამიტომ, სრულიად მიუღებელია ამ ფორმით კომუნიკაცია და ურთიერთობა. თუმცა, როდესაც ეს ადამიანი კორუფციაზე ბრალს დებს მის კოლეგებს და როდესაც ირაკლი ზარქუას ურტყამს და აგინებს, ამ ადამიანებსაც უყურებენ თავიანთი ოჯახის წევრები. ამიტომ მეტი სიფრთხილე მართებს თითოეულს," - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა

შეგახსენებთ, რომ გუშინ, საკრებულოს სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ ხაბეიშვილს თავში სკამი ჩაარტყა, რის შედეგადაც ხაბეიშვილმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო.

დღის ამბები